top of page

"Lightscapes: Biophilic Design and Human Experience“ — სინათლის საერთაშორისო დღე თბილისში

  • May 16
  • 1 min read

Updated: 6 days ago

15 მაისს, სინათლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში პირველად გაიმართა ამ თარიღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომლის მასპინძლებიც იყვნენ FormaLighting და Women in Lighting Georgia. შეხვედრამ გააერთიანა ქართველი არქიტექტორები, დიზაინერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები.



შეხვედრის მთავარი თემა იყო „Lightscapes: Biophilic Design and Human Experience“, რომლის შესახებაც Formalighting_ის წამომადგენელმა სტუმრებს გაუზიარა სინათლის როლი ადამიანის კეთილდღეობაში, ემოციურ მდგომარეობასა და სივრცის აღქმაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიოფილური დიზაინის პრინციპებსა და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნის პროცესში განათების მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ FormaLight-ის განათების გადაწყვეტილებებს, კომპანიის დიზაინფილოსოფიასა და მდგრადი და გამოცდილებაზე დაფუძნებული განათების თანამედროვე მიდგომებს.



სინათლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს შეხვედრა საქართველოში ამ თარიღის აღნიშვნის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ინიციატივის მიზანია პროფესიული დიალოგის, ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა არქიტექტურის, დიზაინისა და განათების სფეროებში, ასევე სინათლის მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე გარემოს ფორმირებაში.





 
 
 

Comments


bottom of page