top of page

საქართველო WOMEN IN LIGHTING_ის გლობალური საზოგადოების წევრი გახდა

  • Writer: Mariam Tavartkiladze
    Mariam Tavartkiladze
  • Oct 10, 2024
  • 1 min read

დიდი სიამოვნებით გიზიარებთ, რომ Women in Lighting_ის გლობალურ საზოგადოებას საქართველოც შეუერთდა და საქართველოს ელჩი გახდა AT Architect_ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და განათების დიზაინერი ანა თავართქილაძე.

WOMEN IN LIGHTING არის ინსპირაციული, გლობალური ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქალებს 80-ამდე ქვეყანიდან, რომლებიც მუშაობენ განათებისა და განათების დიზაინის სფეროში. WIL საზოგადოების მიზანია განათების სფეროში მომუშავე ქალების მიღწევების, კარიერული გზისა და მიზნების პოპულარიზაცია, რათა დაეხმაროს, წაახალისოს, მხარი დაუჭიროს და შთააგონოს მომავალი თაობა.


WIL-ი იყენებს სოციალურ აქტივიზმს, სოციალური მედიის დახმარებით ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევების ხაზგასასმელად. WIL ელჩები არიან პროექტის მამოძრავებელი ძალა და ქმნიან ინდივიდუალურ ადგილობრივ ინიციატივებს და გლობალურად თანამშრომლობენ უფრო დიდ ინიციატივებზე. ისინი ასევე არიან თითოეული ქვეყნის საკონტაქტო პირები მათთვის, ვისაც სურს მეტი იცოდეს პროექტის შესახებ.


ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი გახდა საერთაშორისო, დაკავშირებულ საზოგადოებად, რომელიც უზიარებს ინფორმაციას, მხარდაჭერას და ცოდნას ერთმანეთს. ვებ რესურსთან ერთად, WIL მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას 8 მარტს და აქვს მიმდინარე დაჯილდოების პროგრამა, რათა წარმოაჩინოს ქალების მიღწევები ინდუსტრიაში.


ანამ მილანში, IED-ის უნივერსიტეტის განათების დიზაინის სპეციალიზირებული კურსი 2019 წელს დაასრულა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როდესაც კომპანია დაარსა, მთავარი მიზანიც, გარდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შექმნისა, განათების დიზაინის ევროპული სტანდარტების დანერგვა და ამ თემის ირგვლივ ცნობადობის ამაღლება იყო საქართველოში. AT Architect-ის მისიაა მომხმარებლებს შესათავაზოს ინტეგრირებული, ევროპული სტანდარტის სრული არქიტექტურული, განათების და ინტერიერის დიზაინის სერვისები. გამოგვყევით ინსტაგრამზე - Womeninlighting_Georgia



 
 
 

Comments


bottom of page